კითხვა-პასუხი

მჭირდება ტვირთის ტრანსპორტირება. როგორ განვათავსო შეკვეთა?
ჩვენი კომპანიისგან მანქანის შესაკვეთად, თქვენ უბრალოდ უნდა დაურეკოთ ოპერატორს ერთ-ერთ მითითებულ ნომერზე ან შეავსოთ შესაბამისი შეკვეთის ფორმა ჩვენს საიტზე. ტვირთის ტრანსპორტირების შეკვეთის გაფორმებისას უნდა მიუთითოთ მისი წამოღების ზუსტი დრო და თარიღი, მისამართი, საიდანაც უნდა მოხდეს გადაზიდვა და, რა თქმა უნდა, მისამართი, სადაც ხდება ტვირთის მიწოდება. გარდა ამისა, ერთდროულად მიუთითეთ ტვირთის სავარაუდო მოცულობა, წონა და სახეობა. საჭიროებისამებრ, მიუთითეთ ტვირთის გაგზავნა-მიღებაზე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
თქვენი კომპანია ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას ქვეყნის სხვა ქალაქებში? რა გარანტიებია გათვალისწინებული ტვირთის უსაფრთხოებისთვის?
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით და საქართველოს ყველა ქალაქში. გადაზიდულ ტვირთზე პასუხისმგებელია „JDelivery“, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა ხელშეკრულება, ან ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება ხელშეკრულების გარეშე.
ვაპირებ ჩემი ნივთების ახალ ბინაში გადატანას. გთხოვთ მითხრათ, ავეჯის დაშლა თუ არის აუცილებელი და შეძლებენ თუ არა თქვენი კომპანიის სპეციალისტები ამის უზრუნველყოს?
ავეჯის ტრანსპორტირება დელიკატური პროცედურაა და მისი დაშლისა და აწყობის გარეშე შეუძლებელია. დიდი ზომის ნივთები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, ხშირად არ ეტევა ლიფტში და არ არის მოსახერხებელი სართულებზე გადატანა. ჩვენთან ნივთების ტრანსპორტირების შეკვეთით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ დამატებითი მომსახურებით. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ მუშები ყურადღებით აწყობენ და დაამონტაჟებენ ყველა სახის ავეჯს.
როდესაც მჭირდება სწრაფი და გადაუდებელი ტრანსპორტირება, შემიძლია ვისარგებლო თქვენი კომპანიის მომსახურებით?
ჩვენს კომპანიას აქვს საკუთარი ავტოპარკი. ეს საშუალებას გვაძლევს, შეკვეთის გაკეთების შემდეგ მანქანა რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ დამკვეთს. კომპანიის დისპეჩერი თითოეულ მომხმარებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ხელმისაწვდომი მანქანების შესახებ, აზუსტებს მანქანის მიწოდების დროს და კონკრეტულ ადგილს. სატრანსპორტო სიტუაციების მუდმივი მონიტორინგის წყალობით, მნიშვნელოვნად მცირდება მანქანების მითითებულ მისამართებზე მისვლის დრო. თუმცა, უმჯობესია ტვირთის ტრანსპორტირების წინასწარი შეკვეთა!
ჩვენი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს ახალ ოფისში გადასვლას, ასრულებთ თუ არა მსგავს შეკვეთებს?
„JDelivery“ გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურებას: მათ შორის ოფისიდან ოფისში გადატანას და ავეჯის გადატანას მუშა-გადამტანების მომსახურებით. ეს ნიშნავს, რომ გადაადგილების დაგეგმვას და პროცესს თავიდან ბოლომდე ახორციელებს მხოლოდ ერთ ორგანიზაცია. მომსახურება მოიცავს ტვირთის გადაადგილებისთვის მომზადებას, ავეჯის აწყობა-დაშლას, ჩატვირთვას, და ადგილზე მიწოდებას.
გადააქვს თუ არა თქვენ კომპანიას ნივთები და ავეჯი აგარაკებზე და საზაფხულო კოტეჯებში?
ავეჯის ტრანსპორტირებას აგარაკზე აქვს თავისი მახასიათებლები, რისი უზრუნველყოფასაც ჩვენი კომპანია ცდილობს. ხშირად, სააგარაკო ნაკვეთები არ იძლევა მოსახერხებელ წვდომას სახლებთან: ვიწრო ბილიკები, უხვი მცენარეულობა და სახლის სტრუქტურა არ იძლევა ნივთების ამოღებას ან შემოტანას მათი დემონტაჟის გარეშე. ჩვენი გადამყვანები შეძლების დაგვარად ყოველთვის ცდილობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ დამკვეთის მიესრ დასმული ამოცანა ავეჯის და სხვა ნივთების გადაზიდვის დროს. ტრანსპორტი შერჩეული იქნება ყველა ნიუანსის გათვალისწინებით და მომხმარებელთან შეთანხმებით.
შემიძლია თუ არა რჩევის მიღება ტვირთის ტრანსპორტირების ეკონომიური ვარიანტის არჩევის შესახებ?
ჩვენი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებენ შესფერის ავტომობილს და ტრანსპორტირების სპეციალურ ეკონომიურ ვარიანტს*, რაც საშუალებას მოგცემთ გადაიტანოთ კონკრეტული ტვირთი ყველაზე ეფექტურად და დაზოგოთ ფული. ტრანსპორტის არჩევისას მხედველობაში მიიღება ტვირთის გადაზიდვის სახეობა: საოფისე, ბინიდან ბინაში, ან ავეჯის ტრანსპორტირება აგარაკზე. ჩვენ ასევე გთავაზობთ დამატებით სერვისებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ტრანსპორტირებასთან. ეს არის მუშა-გადამტანები, შესაფუთი მასალები, ავეჯის დაშლა და აწყობა.